ცნს კონფერენცია III - მონაწილეობის პირობები


  • მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის ქართველ და უცხოელ ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებსა და რეზიდენტებს.
  • მოხსენების ფორმა: ზეპირი.
  • კონფერენიის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
  • აბსტრაქტის გაფორმების პირობები:
    • ტექსტის ენა: ქართული ან ინგლისური
    • აბსტრაქტი უნდა ატვირთოთ YSU-ს წევრების პორტალზე.
    • სიმბოლოების მაქსიმალური რაოდენობა სათაურის და ბიბლიოგრაფიის გარეშე 3000 სიმბოლო.
    • გამოყენებული ლიტერატურის ციტირება უნდა მოხდეს APA ან MLA-ს სტილით.
  • რეგისტრაციის ვადის გასვლამდე შესაძლებელია აბსტრაქტის რედაქტირება პორტალზევე. ვადის გასვლის შემდეგ, შეუძლებელი იქნება რედაქტირება და აბსტრაქტის გაგზავნა.

მოხსენების კრიტერიუმები:

  • თანაავტორთა რაოდენობა (ავტორის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ოთხს (4), ხოლო სამეცნიერო შრომის ხელმძღვანელის რაოდენობა - ორს (2).
  • მოხსენებას აკეთებს მხოლოდ ერთი (1) ავტორი
  • მოხსენების ხანგრძლივობა 10 წუთი, დამატებითი დრო დისკუსიისათვის 5 წუთი.
  • სლაიდების ტექსტი უნდა იყოს წარმოდგენილი ინგლისურ ენაზე
  • თავფურცელზე უნდა იყოს მოთავსებული: მოხსენებების სახელწოდება, კონფერენციის სახელწოდება, თანაავტორთა მონაცემები(სახელი გვარი უნივერსიტეტი ფაკულტეტი კურსი), ხელმძღვანელის მონაცემები (სახელი გვარი უნივერსიტეტი, დეპარტამენტი ან სამუშაო ადგილი, ხარისხი)
  • ბოლო სლაიდზე უნდა იყოს მითითებული მომხსენებლის და თანაავტორების ელექტრონული ფოსტა. 

მონაწილე ვალდებულია შეიტანოს სარეგისტრაციო ფორმაში ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც შემოწმდება საორგანიზაციო კომიტეტის მიერ. 

საორგანიზაციო კომიტეტი უფლებამოსილია აწარმოოს კონფერენციის მასალათა ლეგალური დუბლიკაცია, ედიტორული ცვლილებების შეტანის გარეშე (ავტორთან შეუთანხმებლად).